თბილისის ყოფილი ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან ქვეყანა დატოვა - Palitra News

თბილისის ყოფილი ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან ქვეყანა დატოვა

2026-01-18 16:38:47+04:00

თბილისის ყოფილი ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მან ქვეყანა დატოვა და საგამოძიებო უწყებები მის საქმიანობას სწავლობენ. როგორც ხმალაძე წერს, საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერად იმსახურა და კანონი არასდროს დაურღვევია. ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რაიმე კითხვა გაჩნდეს მის მიმართ, ვინაიდან, შვიდ წელიწადზე მეტი თბილისის მერიაში საქმიანობდა. ხმალაძე დასძენს, რომ მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს. შეგახსენებთ რომ ირაკლი ხმალაძე თბილისის მერიის დატოვების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ ის თანამდებობიდან გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლა. ოპოზიციაში ვარაუდობენ რომ თბილისის მერიაში მუშაობის გაგნმავლობაში ხმალაძე კორუფციული გარიგებების მონაწილე იყო.