ურსულა ფონ დერ ლაიენი - მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესრულებაში - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესრულებაში

2026-01-19 08:59:29+04:00

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან, გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონისთან გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესრულებაში. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სტრატეგიულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს”, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, ევროპული სოლიდარობის წინაშე არსებულ გამოწვევებს მტკიცედ დაუპირისპირდებიან.