დედაქალაქში თოვლისგან გზების გაწმენდა გრძელდება. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ცენტრალურ ქუჩებთან ერთად, იწმინდება შიდა გზები, მიწისქვეშა გადასასვლელების ჩასასვლელები, საერთო სარგებლობის კიბეები, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები. სპეცტექნიკის პარალელურად, ცოცხალი ძალის საშულებითაც იყრება ტექნიკური მარილი. დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა აბულაძესთან ერთად კოჯორში იმყოფებოდა, სადაც ტექნიკური მარილის დატვირვისა და შემდეგ გზების გაწმენდის პროცესს გაეცნო.