აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებას არ ემხრობა ნატოს წევრი რვა ქვეყანა და აცხადებენ, რომ ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის.