გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს - Palitra News

გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს

2026-01-19 10:43:41+04:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს.

გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სწორედ აღნიშნული სასჯელის ვადა ეწურება მას 23 იანვარს.

როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ვაშაძე ციხიდან 08:00 საათზე გამოვა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.