დონალდ ტრამპი - ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“ - დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია - Palitra News

დონალდ ტრამპი - ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“ - დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია

2026-01-19 11:44:21+04:00

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

„ახლა დროა და ეს გაკეთდება!!!“ - აცხადებს ტრამპი.

ცნობისთვის, ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატო-სთან დიალოგს აწარმოებს. „გრენლანდიასთან დაკავშირებით ნატო-ს ვესაუბრებით. გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან გვჭირდება. თუ მას ვერ მივიღებთ, მაშინ ეროვნულ უსაფრთხოებაში დიდი ხვრელი გვექნება, კერძოდ, „ოქროს გუმბათისა“ და სხვა საკითხების თვალსაზრისით“, - განაცხადა ტრამპმა.