დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე 130 ზე მეტი ქვეყნის 3 ათასზე მეტ დელეგატს შორის საქართველოს წარმომადგებლები არ არიან - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე 130 ზე მეტი ქვეყნის 3 ათასზე მეტ დელეგატს შორის საქართველოს წარმომადგებლები არ არიან - რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-19 12:38:22+04:00

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე 130 ზე მეტი ქვეყნის 3 ათასზე მეტ დელეგატს შორის საქართველოს წარმომადგებლები არ არიან - 5 დღიანი ფორუმი საქართველოს გარეშე ჩაივლის. მთვარობის მეთაური ირაკლი კობახიძისთვის უკვე მეორედ შესაბამისი მიწვევა არ გაუგზავნიათ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დღეს საქართველო მსოფლიო ეკონომიკისთვის წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც მსოფლიო წესრიგის მტერს რუსეთს ეხმარება, რათა სანქციებს თავი აარიდოს და ვაჭრობს ირანთან. როგორც ამბობენ, მსგავსი პოლიტიკის გამო გასაკვირი არ არის, რომ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ მიუწვევიათ. თავად ქართული ოცნების წევრები აღშფოთების მიზეზს ვერ ხედავენ.