შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირებს? მან შეწყალების აქტი სავარაუდოდ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით უნდა გამოსცეს. ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით აქციების დროს დაკავებულ პირებს არ მიუმართავთ. ისინი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მათი თავისუფლებაზე ყოფნა მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის გასაძლიერებლად. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ვიდრე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები დანაშაულს არ აღიარებენ, ისინი შეწყალებას არ იმსახურებენ.