დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს დაიწყება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურ ფორუმს პრეზიდენტი ტრამპი დაესწრება. ღონისძიებას 130-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი დელეგატი, მათ შორის 64 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური დაესწრება. განხილვის მთავარი თემა უკრაინასა და ღაზაში არსებული კონფლიქტებია. დავოსის 2026 წლის ეკონომიკური ფორუმი 19-23 იანვარს გაიმართება.