დონალდ ტრამპი გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს - როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები დაწესებულ ტარიფებს - Palitra News

დონალდ ტრამპი გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს - როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები დაწესებულ ტარიფებს

2026-01-19 12:53:03+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესებას არ ემხრობა ნატოს წევრი რვა ქვეყანა. როგორ აფასებენ მსოფლიო ლიდერები დაწესებულ ტარიფებს.