საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ოჯახის წევრები შეწყალების თაობაზე მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო გადაწყვეტილბას გლდანის ციხესთან ელოდებიან. ვინ მოხვდება შესაწყალებელთა სიაში და შედგა თუ არა საკითხზე რაიმე სახის კონსულტაცია მიხეილ ყაველაშვილთან? - ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. დეტალებზე ვერც "ქართული ოცნების" წევრები საუბრობენ, თუმცა მათი პოზიციაა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა პირებმა შეწყალებამდე საკუთარი დანაშაული უნდა აღიარონ და მოინანიონ. თავად აქციების დროს დაკავებულ პირებს შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება წინააღმდეგობას კიდევ მეტად გააძლიერებდა. მიხეილ ყაველაშვილმა შეწყალების აქტი სავარაუდოდ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით უნდა გამოსცეს.