„ქართული ოცნება“ BBC-გან საქართველოს შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო ბოდიშის მოხდასა და მასალის ყველა პლატფორმიდან აღებას ითხოვს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

„ქართული ოცნება“ BBC-გან საქართველოს შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო ბოდიშის მოხდასა და მასალის ყველა პლატფორმიდან აღებას ითხოვს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-19 15:46:16+04:00

„ქართული ოცნება“ BBC-გან საქართველოს შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო ბოდიშის მოხდასა და მასალის ყველა პლატფორმიდან აღებას ითხოვს. სახელისუფლებო გუნდი იმედოვნებს, რომ ბრიტანულ მაუწყებელთან დავა პირველ ეტაპზე შეჩერდება და პარტიას სხვა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება არ მოუწევს. სხვა მოლოდინი აქვს ოპოზიციას. ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბრიტანული მაუწყებელი "ქართული ოცნების" მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ დათანხმდება. მათ კვლავ აქვთ ეჭვი, რომ გასული წლის საპრტოტესტო აქციების დროს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება ნამდვილად გარეული იყო. ისინი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.