ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსში აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდება - Palitra News

ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსში აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდება

2026-01-19 17:35:42+04:00

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსში აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას გამართავს.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან დავოსში გაგრძელდება.

ცნობისთვის, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს დაიწყება და იგი 23 იანვრამდე გაგრძელდება. წელს ფორუმს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირადად დაესწრება.