ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსახილველად 22 იანვარს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება - Palitra News

ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსახილველად 22 იანვარს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება

2026-01-19 18:07:02+04:00

ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განსახილველად 22 იანვარს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ევროკავშირის ლიდერების საგანგებო შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე მოიწვია.

გამოცემის ინფორმაციით, საგანგებო სამიტი ბრიუსელში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.