„ქართული ოცნება“ BBC-სგან საქართველოს შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო ბოდიშის მოხდასა და მასალის ყველა პლატფორმიდან აღებას მოითხოვს. მმართველ პარტიაში იმის იმედს გამოთქვამენ, რომ ბრიტანული მაუწყებელი აღნიშნულ მასალას ყველა პლატფორმიდან აიღებს, შესაბამისად, მათივე მოლოდინით, დავა პირველ ეტაპზე შეჩერდება და „ქართულ ოცნებას“ სხვა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება აღარ დასჭირდება. თუმცა ოპოზიციაში ამის საპირისპიროს აცხდებენ. ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ BBC „ქართული ოცნების” მოთხოვნების არ დააკმაყოფილებს - ოპოზიციაში მმართველი პარტიის საჩივარს არასერიოზულს უწოდებენ. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტებს კვლავ იმის ეჭვი აქვთ, რომ საპროტესტო აქციებზე პოლიციის მიერ გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერება ნამდვილად იყო გარეული. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციაში კვლავ საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.