შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე დააკავეს. ის გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის ძმაა, რომელიც პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ადვოკატი არ საუბრობს კონკრეტულად რის საფუძველზე შეეცვალა ბრალდებულს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9-დან 12-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებოდა. რაც შეეხება დაკავებულ ვლადიმერ ხუნდაძეს, არსებული ინფორმაციით, ის საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა.