საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები შეწყალების თაობაზე მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო გადაწყვეტილბას გლდანის ციხესთან ამ დრომდე ელოდებიან - Palitra News

საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები შეწყალების თაობაზე მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო გადაწყვეტილბას გლდანის ციხესთან ამ დრომდე ელოდებიან

2026-01-19 20:42:38+04:00

საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები შეწყალების თაობაზე მიხეილ ყაველაშვილის შესაძლო გადაწყვეტილბას გლდანის ციხესთან ამ დრომდე ელოდებიან. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება შეწყალებულთა სიაში - ამის შესახებ კონკრეტულად ვერც „ქართული ოცნებაში“ საუბრობენ. მმართველი პარტიის ლიდერები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დაკავებულმა პირებმა შეწყალებამდე საკუთარი დანაშაული უნდა აღიარონ და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მათი შეწყალება. როგორც ცნობილია, თავად პატიმრობაში მყოფ მომიტინგეებს შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ, რადგან, როგორც თავად აღნიშნავენ, დანაშაულს არ აღიარებენ. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ მათი გათავისუფლება საპროტესტო წინააღმდეგობას უფრო მეტად გააძლიერებს.