გაერთიანდებიან თუ არა პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - Palitra News

გაერთიანდებიან თუ არა პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

2026-01-19 20:43:45+04:00

გაერთიანდებიან თუ არა პარლამენტს გარეთ მყოფი ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ? „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები აცხადებენ, რომ საზოგადოება ძალიან მალე „უბრალოდ კოორინაციაზე“ უფრო ძლიერ გაერთიანებას იხილავს. მათივე თქმით, საერთო ხედვაზე შეთანხმება და სხვა ტექნიკურ დეტალებზე მსჯელობა ამ დრომდე. აღნიშნული საკითხი ასევე დაადასტურეს „ლელო ძლიერი-საქართველოს“ წევრებმაც, თუმცა ამ ოპოზიციურ ძალაში გამორიცხავენ იმას, რომ პოტენციური გაერთიანება პარტიების შერწყას არ გულისხმობს და მჯელობა მხოლოდ საერთო სტრატეგიას ეხება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას ძალა აღარ შერჩა და მოქალაქეებს მათი გეგმების აღარ სჯერათ.