უკვე ზედიზედ მეორედ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი არ მიიწვიეს - Palitra News

უკვე ზედიზედ მეორედ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი არ მიიწვიეს

2026-01-19 20:45:17+04:00

უკვე ზედიზედ მეორედ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი არ მიიწვიეს. 5-დღიანი ღონისძიება, რომელსაც 130-ზე მეტი სახელმწიფოს 3000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება, საქართველოს გარეშე ჩაივლის. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებით, საქართველო ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. ამის მიზეზად კი ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ მიერ რუსული პოლიტიკის ხელშეწყობასა და ირანის რეჟიმთან არსებულ კონტაქტებს ასახელებენ. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ლიდერები შეშფოთების მიზეზს ვერ ხედავენ. როგორც თავად მიიჩნევენ, დავოსის ეკონომიკური ფორუმი არ არის ის ფორმატი, სადაც საქართველოს მომავალი წყდება.