დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ასევე მსოფლიო მედიის მხრიდან ყურადღების ეპიცენტრშია. როგორც გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, ევროპელი ლიდერები დაგეგმილი შეხვედრისას დონალდ ტრამპთან, უკრაინის ნაცვლად, გრენლანდიაზე საუბრისთვის ემზადებიან.სტატიაშია აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერები დავოსში ტრამპთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საუბარს გეგმავდნენ, თუმცა ახლა მსჯელობენ, შეიძლება თუ არა მისი ნდობა.გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, დღეს დავოსში გაიმართა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად უკრაინის საკითხის განსახილველად იყო მოწვეული, მაგრამ საბოლოოდ ყურადღება გადავიდა გრენლანდიაზე.ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირში არიან ოპტიმისტურად განწყობილი ლიდერებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კომპრომისის პოვნა შესაძლებელია.