აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს

2026-01-19 20:46:38+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. შტატების ლიდერი აცხადებს, რომ ამ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, ვიდრე გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე შეთანხმება არ შედგება. აღსანიშნავია, რომ შტატების მხრიდან ტარიფების დაწესებას ნატო-ს წევრი 8 ქვეყანა არ ემხრობა. როგორ აფასებენ ამ საკითხს მსოფლიო ლიდერები - ამ თემაზე უფრო მეტ დეტალს ლაკო ვარშანიძისგან შევიტყობთ.