პუტინმა აშშ-ისგან „მშვიდობის საბჭოს“ წევრობის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, აღნიშნულ შეთავაზებას განიხილავენ. ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, უდავოდ, მსოფლიოს ისტორიაში შევა, თუ ის გრენლანდიის ანექსიის საკითხს გადაწყვეტს.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა ორი დღის წინ დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს. საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი პირები არიან: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბიზნესმენი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.