მიხაილ ფედოროვი - ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნა - Palitra News

მიხაილ ფედოროვი - ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნა

2026-01-20 09:00:14+04:00

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფედოროვის განცხადებით, უკრაინა დრონების საწინააღმდეგო გუმბათის შექმნას გეგმავს.

„ჩვენი ამოცანაა უკრაინის თავზე დრონების საწინააღმდეგო გუმბათის აშენება. სისტემა, რომელიც პოსტფაქტუმ კი არ რეაგირებს, არამედ საფრთხეს მისი მოახლოებისას ანადგურებს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი გამოცდილება საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც უკრაინას.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2025 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 100 000-მდე „შაჰედის“ და სხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მტრის თავდასხმებმა ათობით კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, ასობით საცხოვრებელი შენობა გაანადგურა და დააზიანა და მსხვერპლი გამოიწვია.