როგორ აფასებენ ოპოზიციაში შეწყალების აქტს, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გამოსცა - Palitra News

როგორ აფასებენ ოპოზიციაში შეწყალების აქტს, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გამოსცა

2026-01-20 09:25:15+04:00

შეწყალების აქტი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა გამოსცა, უკვე რამდენიმე კვირაა პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. ოპოზიციას „ქართული ოცნებისგან“ ჰუმანური აქტის მოლოდინი არ ჰქონია. რაც შეეხება ხელისუფლებას, მმართველი პარტიის ლიდერები განმარტავენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების ბრალი იმდენად მძიმეა, რომ შეწყალებაზე საუბარი იქამდე არ იქნება, ვიდრე დაკავებული მოქალაქეები დანაშაულს არ აღიარებენ.