უახლოეს დღეებში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმროს დატოვებს - იგეგმება თუ არა ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსოლიდაცია - Palitra News

უახლოეს დღეებში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმროს დატოვებს - იგეგმება თუ არა ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსოლიდაცია

2026-01-20 09:26:41+04:00

უახლოეს დღეებში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმროს დატოვებს. იგეგმება თუ არა ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსოლიდაცია და რა გეგმა აქვს ოპოზიციას. - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათი ერთობა საერთო მიზნის გარშემო კვლავ აქტიურია. ოპოზიციურად განწყობილი პირები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაც თანხმდება, რომ „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად მთავარი -უწყვეტი პროტესტია. მათი თქმით, ეს ხელისუფლებას ყველაზე მეტად ასუსტებს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, კოორდინაცია არა პარტიების გაერთიანებას, არამედ საერთო იდეის გარშემო ერთობლივ ბრძოლას გულისხმობს.