მმართველი გუნდი ბრიტანული მაუწყებლისგან დოკუმენტური ფილმის წაშლას და ბოდიშის მოხდას ითხოვს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

მმართველი გუნდი ბრიტანული მაუწყებლისგან დოკუმენტური ფილმის წაშლას და ბოდიშის მოხდას ითხოვს - რა მოლოდინებია პოლიტიკურ სპექტრში

2026-01-20 09:27:28+04:00

მმართველი გუნდი ბრიტანული მაუწყებლისგან დოკუმენტური ფილმის წაშლას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ სარჩელს არასერიოზულს უწოდებენ. მათი განმარტებით, ხელისუფლებამ 2024 წლის ნოემბერში საპროტესტოაქციების დაშლისას აკრძალული ნივთიერება ნამდვილად გამოიყენა, შესაბამისად, არ აქვთ მოლოდინი, რომ ბიბისი „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მეორე მხრივ, მმართველ გუნდში იმედს გამოთქვამენ, რომ დავა პირველივე ეტაპზე შეწყდება და ხელისუფლებას სხვა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება აღარ მოუწევს.