უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ - Palitra News

უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

2026-01-20 09:28:23+04:00

უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სამი დღის განმავლობაში უწყვეტად იწმინდება გზები დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე. მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იყრებოდა ტექნიკური მარილი ცენტრალურ და შიდა ქუჩებზე. სამუშაო პროცესში ჩართულია 100 ერთეულზე მეტი სპეცმანქანა და 400-ზე მეტი თანამშრომელი. „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ერთად მობილიზებულები არიან დედაქალაქის რაიონული გამგეობებისა და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხდება მუდმივი მონიტორინგი და უბნების შემოვლა.