დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 100 პროცენტით შეასრულებს თავის მუქარას და პირველი თებერვლიდან რვა ევროპულ ქვეყანას დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს - Palitra News

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 100 პროცენტით შეასრულებს თავის მუქარას და პირველი თებერვლიდან რვა ევროპულ ქვეყანას დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს

2026-01-20 09:29:09+04:00

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის 100 პროცენტით შეასრულებს თავის მუქარას და პირველი თებერვლიდან რვა ევროპულ ქვეყანას დამატებით 10%-იან ტარიფს დაუწესებს. „ენბისი ნიუსთან“ მოკლე სატელეფონო ინტერვიუს დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღება რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა გაამახვილოს. ტრამპმა უარყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ახსნა, რომ მის მთავრობას არანაირი გავლენა არ აქვს თუ ვინ მიიღებს ნობელის მშვიდობის პრემიას. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტარიფები დაუწესდებათ.