რუსებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს - Palitra News

რუსებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს

2026-01-20 09:30:02+04:00

რუსებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ერთი ადამიანი. მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქზე თავდასხმა გრძელდება და მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა.