ქაბულში მდებარე ჩინურ რესტორანში აფეთქება მოხდა - Palitra News

ქაბულში მდებარე ჩინურ რესტორანში აფეთქება მოხდა

2026-01-20 09:30:57+04:00

ქაბულში მდებარე ჩინურ რესტორანში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული, ხოლო რამდენიმე – დაშავებული, რომელთა შორისაც არიან ბავშვები.რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.