ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა - Palitra News

ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

2026-01-20 12:29:55+04:00

ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები.