აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ ღვინოსა და ცქრიალა ღვინოზე 200-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს. ამავდრიულად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ truth social-ზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებას ავრცელებს. ემანუელ მაკრონი ამერიკელ კოლეგას რამდენიმე საკითხზე უგზავნის შეტყობინებას. კერძოდ, მაკრონი ტრამპს სრულად ეთანხმება სირიასთან და ირანთან დაკავშირებით. თუმცა, არ ეთანხმება ტრამპის გეგმებს გრენლანდიასთან დაკავშირებით.