შეწყალების აქტი თითქმის ორი კვირაა პოლიტიკური შეფასებების თემაა, გუშინ კი მისი გამოცემა უკვე კონკრეტულ მოლოდინად იქცა. გადაწყვეტილებას განსაკუთრებული ინტერესით ელოდებოდნენ დაკავებულთა ოჯახის წევრები. ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით, ნებისმიერ ჰუმანურ ნაბიჯში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს. მმართველ პარტიაში არც იმ ფაქტორებზე საუბრობენ, რასაც შესაძლოა გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა მოეხდინა, ამბობენ იმასაც, რომ შეწყალების აქტის მომზადების დროს, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მიხეილ ყაველაშვილი გადაწყვეტილების მიღებისას, პარტიის ინტერესებით იხელმძღვანელებს.