ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებულია შეწყალებული, თუმცა უცნობია შეეხო თუ არა, ჰუმანიზმის პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესსზე დაფუძნებული შეწყალების აქტი იმ პირებს, რომლებიც საპროტესტო აქციებისას დააკავეს. სავარაუდოდ, 159 კაციან სიაში ვერ მოხვდა ვერც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. როგორც რუსთავის ციხესთან, ისე გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არა შერიგების, არამედ დაპირისპირების გზავნილია და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე უარის თქმას ნიშნავს.