2025 წელს ყოველი მეხუთე ვიზიტორი ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან იყო, ზრდამ კი 11.1%-ი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ გასულ წელს ქვეყანას რუსეთიდან 1 579 664 ვიზიტორი სტუმრობდა, წინა წელს კი ამაზე თითქმის 158 ათასით ნაკლები. შესაბამისად გამოდის, რომ ყოველი მეხუთე ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. რაც შეეხება ზოგად სურათს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 7 803 239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.9%-ით მეტია. როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია განმარტავს, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და დაახლობით ნახევარი მილიონი ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კონკრეტულად ტურისტული მიზნით შესრულებულ ვიზიტებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5 521 866 ვიზიტს მიაღწია. შედეგად, 2024 წელთან შედარებით ზრდამ 8.4% შეადგინა.