ქართული თხილის საექსპორტო ფასმა 10 დოლარს გადააჭარბა. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა კი იტალიაა. 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11 ათასი 700 ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ დაახლოებით 117 ნახევარი მლნ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობაც გაზრდილია და მიღებული შემოსავალიც. 1 კილოგრამი ქართული თხილის საშუალო საექსპორტო ფასი მცირედით აჭარბებს 10 დოლარს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება. როგორც უკვე გითხარით, ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა იტალიაა, მას მოსდევს ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი. ამასთან, ქართული თხილი აქტიურად გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.