ოქრო ისევ ძვირდება - 1 გრამი უმაღლესი სინჯის ოქროს ფასი ადგილობრივ ბაზარზე უკვე 416 ლარია - Palitra News

ოქრო ისევ ძვირდება - 1 გრამი უმაღლესი სინჯის ოქროს ფასი ადგილობრივ ბაზარზე უკვე 416 ლარია

2026-01-20 13:48:42+04:00

ოქრო ისევ ძვირდება. 1 გრამი უმაღლესი სინჯის ოქროს ფასი ადგილობრივ ბაზარზე უკვე 416 ლარია. საუბარია 999 სინჯის ოქროზე და ეს ფასი ახალი რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება 750-სინჯის ოქროს, 1 გრამი 312 ლარი ღირს, ხოლო 858-სინჯის - 243 ლარი. გაძვირებულია ვერცხლიც. 999-სინჯის ფასი ერთ გრამზე 8 ლარსა 46 თეთრს შეადგენს, ხოლო 800-სინჯის ფასი კი 6 ლარია. ოქრო ძვირდება მსოფლიოშიც. საერთაშორისო ბირჟებზე 1 უნცია ოქროს ფასი უკვე 4 720 დოლარია, ხოლო ვერცხლი 94,47 დოლარი ღირს. მხოლოდ ერთ დღეში ოქროს ფასი დაახლოებით 40 დოლარით არის გაზრილი. BBC-ის ვერსიით, ძვირფასი ლითონის ფასის ზრდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც გრანლანდიასთან უთანხმოების გამო 8 ევროპულ ქვეყნას, 1 თებერვლიდან 10%-იანი ტარიფის დაწესება დაუანონსა. უკვე ივნისიდან კი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს ტრამპი ტარიფების 25%-მდე აწევად დაპირდა მანამ, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება.”