ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეწყალების თაობაზე "ქართული ოცნების" დაგვიანებული პოზიციის გამო დაკავებულების ოჯახის წევრები თოვლსა და ყინვაში მძიმე ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფონზე ელოდებოდნენ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. მათი თქმით, სახელისუფლებო გუნდის ქმედებებს არაფერი აქვს საერთო ჰუმანურ აქტთან. "ქართული ოცნება" შეწყალების აქტის დაკვიანებით გამოცემას ტექნიკური საკითხების დაზუსტებას უკავშირებს. უმრავლესობის წევრების თქმით, მიხეილ ყაველაშვილს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეწყალების აქტის მომზადების დროს რაიმე სახის კონსულტაცია არ გაუვლია.