როგორ მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და და კიდევ 7 მსჯავრდებული პირის სასამართლო პროცესი - Palitra News

როგორ მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და და კიდევ 7 მსჯავრდებული პირის სასამართლო პროცესი

2026-01-20 15:35:50+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და და კიდევ 7 მსჯავრდებული პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.ბრალდებულებმა გურამ მირცხულავამ და სერგეი კუხარჩუკიმ სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. სხდომას მოსამართლე თეა ლეონიძე უძღვება. თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს გასაჩივრებული აქვს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.