ომბუდსმენი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვას ასაჩივრებს - Palitra News

ომბუდსმენი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვას ასაჩივრებს

2026-01-20 15:39:46+04:00

ომბუდსმენი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვების, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვას ასაჩივრებს. საქართველოს სახალხო დამცველმა საჩივრით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სარჩელით სადავოდ არის გამხდარი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებული თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.