პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - Palitra News

პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა

2026-01-20 15:40:46+04:00

პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.