აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები იწმინდება - Palitra News

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები იწმინდება

2026-01-20 15:41:39+04:00

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზები იწმინდება. ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი ყველა გზა გაწმენდილია. გრძელდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდის სამუშაოები. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, მაღალი ზონის სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშულებებით, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები გამოიყენონ.