სკოტ ბესენტმა დავოსში პრესკონფერენციაზე ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე საპასუხო ზომები არ მიიღონ - Palitra News

სკოტ ბესენტმა დავოსში პრესკონფერენციაზე ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე საპასუხო ზომები არ მიიღონ

2026-01-20 15:42:28+04:00

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა დავოსში პრესკონფერენციაზე ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე საპასუხო ზომები არ მიიღონ. .მისი თქმით, „ცრუ ნარატივია“, რომ თითქოს, ევროპა საპასუხო ზომის თვალსაზრისით აშშ-ის ხაზინის აქტივების გაყიდვას გეგმავს. მანამდე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გრენლანდიის შეძენის საკითხს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავს. თუკი გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ტრამპი ევროპის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.