„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმები აკადემიურ თავისუფლებას, განათლების ხარისხსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს - Palitra News

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმები აკადემიურ თავისუფლებას, განათლების ხარისხსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს

2026-01-20 20:26:12+04:00

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმები აკადემიურ თავისუფლებას, განათლების ხარისხსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს აზიანებს. განათლების სფეროს წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს უნივერსიტეტებზე პოლიტიკური კონტროლის გაძლიერება, აკადემიური სივრცის ცენტრალიზაცია და სწავლების საფეხურების შემცირების გეგმები. განათლების სფეროს წარმომადგენლებმა საზოგადოებას მოუწოდეს, რომ 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, შეუერთდნენ ფილარმონიიდან პარლამენტამდე დაგეგმილ „განათლების მარშს“, რომელიც, მათი განცხადებით, განათლების სისტემის პოლიტიზაციის, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის დასაცავად გაიმართება.