პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა, მათ შორის, დაგეგმილია შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. კომისია მუშაობას შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით განახორციელებს და პროცესის დასრულება სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე იგეგმება.
მთავრობაში აცხადებენ, რომ მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია პროდუქციის რეალურ ღირებულებებსა და ფასნამატებზე, ხოლო კომისიის წევრები ფასების ეტაპობრივ შემცირებასაც ელიან.