სახალხო დამცველმა შეკრებებისა და მანიფესტაციების წესთან დაკავშირებული ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა სარჩელი ეხება, მათ შორის, სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულ ულტერნატივო პატიმრობასა და ასევე ჯარიმების ოდენობას. ომბუდსმენის ინფორმაციით, ასევე სადავოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც განმეორებით ქმედებაზე შეკრების მონაწილისა და ორგანიზატორის მიმართ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო.