დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. „როიტერის“ ინფორმაციით, ანონიმური წყაროს ცნობით, სტივ უიტკოფის, ჯარედ კუშნერისა და კირილ დმიტრიევის შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ომის დასრულების შესაძლო გეგმას შეეხებოდა.
რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა მოლაპარაკებები პოზიტიურად შეაფასა, ხოლო კირილ დმიტრიევმა შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინა მოლაპარაკებების პროცესის პირდაპირი მონაწილეა, თუმცა მშვიდობაზე საუბარი ნაადრევია.