რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მიხეილ ყაველაშვილის მიერ 159 პირის შეწყალებას - Palitra News

რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან მიხეილ ყაველაშვილის მიერ 159 პირის შეწყალებას

2026-01-21 12:12:47+04:00

მიხეილ ყაველაშვილმა 159 პირი შეიწყალა, თუმცა მათ შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებულები არ არიან. ამ თემას გამოეხმარნენ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენები, კერძოდ - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ შეწყალება უნდა ყოფილიყო ჰუმანური აქტი და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა, მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ შეწყალებისთვის საჭიროა პატიმრობაში მყოფმა პირმა საკუთარი დანაშაული მოინანიოს. ამასთანავე, „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ ეს პროცესი მოქმედი კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების ფარგლებში განხორციელდა. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე „ქართული ოცნებისა“ და „ოპოზიციის“ წარმომადგენლები.