ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს - Palitra News

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

2026-01-21 12:18:17+04:00

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული თურქეთის მიერ ელექტრონული მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ის ბათუმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.