აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 733 000 ამერიკული დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა - Palitra News

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 733 000 ამერიკული დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა

2026-01-21 12:19:21+04:00

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 733 000 ამერიკული დოლარის ღირებულების ტრიაჟის ლაბორატორია გადასცა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს მინისტრის მოადგილე, შალვა თადუმაძე და დეპარტამენტის დირექტორი, თენგიზ სისაური შეხვდნენ და ამერიკულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი ლაბორატორია დეპარტამენტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.